Saturday, December 12, 2009

პროექტი


პროექტის სახელი ,, ნარკომანია ცოდვა თუ დაავადება„
პროექტის მოკლე აღწერა: მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მათი თვალით დანახული პრობლემის დასმისა და გადაჭრის გზების ძიება.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ, ლანჩხუთის საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. პროექტი მოიცავს სამ ეტაპს. 1. ვიდეო მასალის კონკურსი 2. ფოტო კონკურსი 3. ბანერის მოხატვა.
1. ვიდეო მასალის კონკურსი-----მოსწავლეებს ევალებათ, წარმოადგინონ 10 წუთიანი,მათ მიერ გადაღებული ვიდეო ფილმი, რომელიც შეიძლება იყოს მხატვრული ან დოკუმენტური, მათი თვალით დანახულ პრობლემასთან დაკავშირებული კომენტარებით
2. ფოტო კონკურსი___მოსწავლეებს ევალებათ, წარმოადგინონ ფოტო მასალა პრობლემასთან დაკავშირებით.
3. პროექტის დასასრულს, ყველა დამსწრე ს მიერ კომენტარის გამოტანა წინასწარ გამზადებულ ბანერზე

პროექტს მსვლელობას შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მოწვეული სტუმრები:მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ექიმი, მოძღვარი,პოლიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წამომადგენლები.
მონაწილეთა ასაკი: 15-დან 18 წლამდე
ვადები\ ხანგრძლივობა: პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა 20 დღე, კონკურსი 1 დღე. ვიდეო მასალის ჩვენება 5 წუთი,
პროექტის შესაძლო აქტივობები: პრეზენტაცია, დებატები, მოხსენება , ექსპოზიცია.
მოსალოდნელი შედეგი: მიზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაიონის სკოლების დამეგობრება.
სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოების და განსაკუთრებით მოზარდი თაობის უფრო ღრმად ინფორმირებულობა, პრობლემისსრულად დანახვა და დაფიქრება ამ სენის ადრეულ თუ შორეულ შედეგზე.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
საგანთან\ საგნობრივ ჯგუფებთან\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, რელიგიის ისტორია, ფსიქოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა.
პროექტის ფასილიტატორი: მაია ჯიმშელეიშვილი
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: maia.jimsheleishvili@gmail.com

Wednesday, December 2, 2009

სასწავლო პროექტი



1) პროექტის სახელი,,ჩემი მხარე“
 პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ჩვენი მხარის, კერძოდ ლანჩხუთის კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების პატივისცემა და დაცვა
პროექტის სრული აღწერა:
 კონკურსSი მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ლანჩხუთის საჯარო სკოლების საბაზო და საშუალოსაფეხურის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. საკონკურსო თემები იწერება მოსწავლეთა მიერ და მათ მუშაობას კურირებს ხელმძღვანელი პედაგოგი. საკონკურსო თემა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას, უნდა იყოს კვლევითი ხსიათის და მაქსიმალურად ინტეგრირებული სასკოლო დისციპლინებთან, უნდა ჩანდეს რა გამოყენებითი ხასიათი ექნება ჩატარებულ კვლევას სკოლის მოსწავლეებისათვის, ადგილობრივი თემისა და რაიონის ცხოვრებაში. თემების დაცვა მოხდება კონკურსის მსვლელობისას და გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
 ყურადღება მიექცევა თემის გაფორმების ხარისხს (მაკეტი, ფოტოსურათი, კვლევის შედეგად ნაპოვნი მასალები და ა.შ.).
 კონკურსში მონაწილეთა მონაცემები: გუნდის წევრების სახელი, გვარი, კლასი, სკოლა (7 წევრი).
 გუნდის კაპიტნის სახელი, გვარი, კლასი.
 წარმოდგენილი 10 თემიდან აუცილებელია, გუნდმა დამუშავოს მინიმუმ 7 თემა.
 გამარჯვებული გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში:
1. I, II, III ადგილი
2. საუკეთესო მომხსენებელი;
3. საუკეთესო თემა და გაფორმების ხარისხი;
4. საუკეთესო ხელმძღვენელი და გუნდის კაპიტანი;
 თემების სახელწოდებები:
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკლესია-მონასტრები (საარქივო მასალების გამოყენებით);
2. გურულების ყოფა-ცხოვრება, მოღვაწეობა და თანამედროვეობა;
3. ჩემი მხარე (ეკოლოგიური და გეოგრაფიული თვალსაზრისით);
4. გურული დიალექტი,
5. თანამედროვე მოზარდის ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად;
6. ლანჩხუთელი თავად-აზნაურები და მათი მოღვაწეობა;
7. ეგ. ნინოშვილი და მისი თანამედროვენი;
8. გურული ფოლკლორი;
9. სახალხო მთქმელები გურიაში;
10. გურული ეთნოგრაფია და მისი შედარება საქართველოს ერთ კუთხესთან;
2) მონაწილეთა ასაკი:15-დან 18 წლამდე
3) ვადები/ხანგძლივობა: 1) სკოლებს თემების მოსაძიებლად მიეცემათ 20 დღე 2) კონკურსის მიმდინარეობა 2 დღე; 3) მოხსენება – 10 წუთი, ოპონირება- 5-7 წუთი, რეცენზია – 2 წუთი.
11. პროექტის შესაძლო აქტივობები: თემების მოძიება ადგილობრის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში; ინტერნეტით სარგებლობა; პრეზენტაცია; ოპონირება; რეცენზია.
4) მოსალოდნელი შედეგი:
• კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
• მუნიციპალიტეტის სკოლების დამეგობრება;
• კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამომუშავება:
5) სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოება და მომავალი თაობა უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ჩვენი მხარის კულტურულ მემკვიდრეობასა და ღირსშესანიშნაობებზე;
6) სამუშაო ენა: ქართული
7) მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯაროskoleბი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა,
8) საგანთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ქართული ენა და ლიტერატურა;
 საქართველოს ისტორია;
 საქართველოს გეოგრაფია:
 ეკოლოგია;
 ხელოვნება/მუსიკა;
12) პროექტის ფასილიტატორი: მაია ჯიმშელეიშვილი
13) ფასილიტატორის ელ–ფოსტა: maia.jimsheleishvili@gmail.com