Saturday, December 12, 2009
პროექტი
პროექტის სახელი ,, ნარკომანია ცოდვა თუ დაავადება„
პროექტის მოკლე აღწერა: მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, მათი თვალით დანახული პრობლემის დასმისა და გადაჭრის გზების ძიება.
პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ, ლანჩხუთის საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. პროექტი მოიცავს სამ ეტაპს. 1. ვიდეო მასალის კონკურსი 2. ფოტო კონკურსი 3. ბანერის მოხატვა.
1. ვიდეო მასალის კონკურსი-----მოსწავლეებს ევალებათ, წარმოადგინონ 10 წუთიანი,მათ მიერ გადაღებული ვიდეო ფილმი, რომელიც შეიძლება იყოს მხატვრული ან დოკუმენტური, მათი თვალით დანახულ პრობლემასთან დაკავშირებული კომენტარებით
2. ფოტო კონკურსი___მოსწავლეებს ევალებათ, წარმოადგინონ ფოტო მასალა პრობლემასთან დაკავშირებით.
3. პროექტის დასასრულს, ყველა დამსწრე ს მიერ კომენტარის გამოტანა წინასწარ გამზადებულ ბანერზე
პროექტს მსვლელობას შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მოწვეული სტუმრები:მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ექიმი, მოძღვარი,პოლიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წამომადგენლები.
მონაწილეთა ასაკი: 15-დან 18 წლამდე
ვადები\ ხანგრძლივობა: პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა 20 დღე, კონკურსი 1 დღე. ვიდეო მასალის ჩვენება 5 წუთი,
პროექტის შესაძლო აქტივობები: პრეზენტაცია, დებატები, მოხსენება , ექსპოზიცია.
მოსალოდნელი შედეგი: მიზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაიონის სკოლების დამეგობრება.
სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოების და განსაკუთრებით მოზარდი თაობის უფრო ღრმად ინფორმირებულობა, პრობლემისსრულად დანახვა და დაფიქრება ამ სენის ადრეულ თუ შორეულ შედეგზე.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები.
საგანთან\ საგნობრივ ჯგუფებთან\ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, რელიგიის ისტორია, ფსიქოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა.
პროექტის ფასილიტატორი: მაია ჯიმშელეიშვილი
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: maia.jimsheleishvili@gmail.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment